მთავარი სამართალი “ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე”

“ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე”

0 531

პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს, ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.

“დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი”,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დაკავებულებზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ეს სიცრუეა.

“ზეწოლას დაკავებულებზე ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი სიცურე. ალბათ, გაგიგიათ, თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი