მთავარი საზოგადოება ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიმდინარე არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ

ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიმდინარე არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიმდინარე არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით, ბათუმის რამდენიმე უბანზე აგიტაცია მიმდინარეობდა. “ამ დროისათვის ბევრი დარღვევა დაფიქსირდა არაერთ უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით წილისყრაში არ მონაწილე პირებს არ აძლევენ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ სხვა წილისყრაში ეს არის პირდაპირი დარღვევა საარჩევნო კოდექსის, ასევე დარღვევა იყო პირველ უბანზე წარმომადგენლის კანონიერ მითითებით კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გაეძევებიათ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი უბნიდან, ეს არის არის, რა თქმა უნდა, არასწორი და მითითება აქვთ როგორც ჩანს, რომ დღის განმავლობაში ,,ნაციონალური მოძრაობის ” წევრები არ იყვნენ უბანზე, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე რომ ხელისიფლება არის აგონიაში”. აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი