მთავარი ტურიზმი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმატებული პიარ ღონისძიებები ლიტვაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმატებული პიარ ღონისძიებები ლიტვაში

0 664

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ კამპანიები 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა. მათ შორისაა, ლიტვა, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 43%-ით გაიზარდა (საზღვრის კვეთის მონაცემები).
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტმა ლიტვაში სხვადასხვა პიარ ღონისძიებებს გაუწია ორგანიზება. მათ შორის განსაკუთრებით სიანტერესო ვილნიუსსა და კლაიპედაში აჭარის დღეების გამართვა იყო, სადაც ქართულ ფოკლორს, სამზარეულოსა და ტრადიციებს 4000-მდე ლიტველი გაეცნო.
წარმატებული იყო ცნობილი ლიტველი მსახიობებისა და ტელეწამყვანების აჭარაში მოგზაურობის პიარპროექტიც, რომელიც რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. ლიტველი „ვარსკვლავები“-ს აჭარაში მოგზაურობას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება მედიაში. ლიტვაში პოპულარულ ვებ-პორტალებსა და ტელევიზიებში 50-მდე სტატია და სიუჟეტი გამოქვეყნა მათი აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ.
დეპარტამენტმა ლიტვადან ასევე უმასპინძლა 10-მდე რეიტინგული მედია საშუალებების წარმომადგენლებს. მედიატურის შედეგად 15-მდე სტატია და ვიდეორგოლი ლიტვაში რეიტინგულ ვებპორტალებსა და ჟურნალებში გამოქვეყნდა. მასალების საერთო წვდომამ 4,5 მილიონს მიაღწია.
აჭარული სამზარეულოს შესახებ ლიტვაში ცნობილ ტელეარხზე TV3 22 წუთიანი სარეკლამო გადაცემაც მომზადდა, სადაც აჭარული კერძების მასტერკლასში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე და სერიალის „ღვინის გზა“ მსახიობები იყვნენ ჩართულები. გადაცემა მიზნად აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის პოპულარიზაციას ისახავდა.
დეპარტამენტმა ასევე აწარმოა ონლაინ რეკლამა პოპულარულ ლიტვურ ვებპორტალებზე, სოციალურ მედიაში, youtube-სა და google-ზე. გარე რეკლამის ფარგლებში კი 33 ბილბორდი ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში განთავსდა, რასაც გასული წლისგან განსხვავებით წელს ბათუმის მობილური სკულფტურაც დაემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში პიარ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი