მთავარი ტურიზმი აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 11,34%-ით გაიზარდა

აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 11,34%-ით გაიზარდა

0 622

2016 წლის 8 თვის მონაცემებით, აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 11,34-ით გაიზარდა, რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების სტატისტიკა რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. ციფრი 7,5 -ჯერ აღემატება (23 230) გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს და მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% -ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803).

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან.

„დღემდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურისტების რაოდენობას რეგიონში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვითვლიდით. თუმცა წელს, დავიწყეთ არარგისტრირებული განთავსების ობიექტების კვლევაც, რომლის ფარგლებშიც დადგინდება თუ რა რაოდენობის ტურისტი რჩება აჭარაში არარეგისტრირებულ სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში. რაც საშუალებას მოგვცემს განისაზროს თუ რა რაოდენობის ტურისტი სტუმრობს აჭარას წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დეპარტამენტი ასევე აწარმოებს შიდა და უცხოელი ტურისტების კვლევებს, რომლის შედეგადაც ყალიბდება რეგიონის სტუმარი ტურისტების პროფილები. კვლევის შედეგები ერთის მხრივ საშუალებას იძლევა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გაითვალისწინოს თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაუწიოს პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა და განხორციელება,» განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი