მთავარი პოლიტიკა “ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ...

“ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა”

0 461

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მარნეულში საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 6 ახალგაზრდის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, ყველანაირი განცხადება უკვე ზედმეტია. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ჯიხაშკარში მსგავსი საქციელი ჩაიდინა, ციხეშია და ეს მისასალმებელია.

“ქართული ოცნების როგორც ჩანს გულშემატკივარი, რომელმაც ასევე გაუგონარი საქციელი ჩაიდინა კენჭისყრის ღამეს ჯიხაშკარში, ბრძანდება ციხეში და ამასაც მივესალმები”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი