მთავარი საზოგადოება iPhone-მა რა ჰქმნა?

iPhone-მა რა ჰქმნა?

0 1198

7 სექტემბერს, საქართველოს დროით 19 სათზე,”apple”-მა აიფონ 7 ოფიციალურად წარადგინა, რამაც  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. facebook-ზე შექმნილ რამდენიმე ფან-კლუბში ახალგაზრდებმა არაერთგვაროვანი ემოცია გამოხატეს. ნაწილს გული დაწყდა, რადგან მათი საამაყო ბოლო მოდელი ახლა წინა მოდელად იქცა. ხოლო დანარჩენი, რომლებიც სუნთქვაშეკრულნი ელოდებოდნენ უახლეს ტექნოლოგიას, მოწიწებით იწყებენ  900-მდე ამერიკული დოლარის თვლას.უმრავლესობის აზრით ახალი აიფონი არანაირ ინოვაციას არ გვთავაზობს.

“ეგენი რომ ხალხს დასცინიან ეგ უკვე კარგა ხანია მსოფლიომ იცის, მაგრამ იმ დარბაზში მჯდომი ხალხი ტაშს რაზე უკრავს?? დავიჯერო მართლა ინოვაციური ჰგონიათ??:)))”- ამბობს უცნობი ახალგაზრდა.

iPhone 7 ვიზუალურად დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც iphone 5. უდავოსიახლეა უსადენო ე.წ. “ჭკვიანი” ყურსასმენები, თუმცა 32 GB-იანი მეხსიერებით iphone 6-ის მფლობელებიც დაიტრაბახებენ.

მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ iphone-7 წყალგამძლეა, თუმცა თეორიულად მსგავსი სმარტფონებიც უკვე არსებობს.

საბოლოოდ, რა განსაკუთრებული “უნარ-ჩვევებით” გამოირჩევა Iphone არავინ იცის, მიუხედავად ამისა ის 2007 წლიდან მასობრივი ყურადღების ცენტრშია და “აიფონიანობა” დღემდე  “კაი ტიპობად” ითვლება.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი