მთავარი სამართალი შეთქმულება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად – სუს-ში გამოძიება დაიწყო

შეთქმულება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად – სუს-ში გამოძიება დაიწყო

0 617

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
„მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს.
შესაბამისი უწყებები დაეგზავნა აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18:00 საათზე არიან დაბარებული.
სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში, გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი