მთავარი სამართალი საქალაქო სასამართლომ ყოფილი თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე გადაწყვეტილება 28 სექტემბერს უნდა გამოაცხადოს

საქალაქო სასამართლომ ყოფილი თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე გადაწყვეტილება 28 სექტემბერს უნდა გამოაცხადოს

0 449

მამუკა ახვლედიანის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილაბს 28 სექტემბერს გამოაცხადებს. პირველმა ინსტანციამ ყოფილი თავმჯდომარის გათავისუფლების კანონიერებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთხელ განხილვაზე უარი თქვა, თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უკან დააბრუნა.

სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დაიხურა, მანამდე მოსამართლემ როგორც ახვლედიანის ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრებები მოისმინა.

თავად მამუკა ახვლედიანი პროცესს არ ესწრებოდა, მან განცხადება სასაამართლოს გარეთ გააკეთა. სისტემაში არსებულ ვითარებას გაუარესებული უწოდა და აღნიშნა, რომ თუ თანამდებობაზე აღადგენენ ის მაინც არ გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი