მთავარი საზოგადოება რაში ხარჯავს ფულს საქართველოს პრეზიდენტი

რაში ხარჯავს ფულს საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებმა გასულ წელს 2 მილიონი ლარი შეადგინა. 
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაშია აღნიშნული, ძირითადი ხარჯები – საწვავზე (375 ათასი), ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (147 ათასი), საინფორმაციო სისტემებსა და სერვერებზე (153 ათასი), სატრანსპორტო საშუალებებისა თუ მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაზე (240 ათასი), საკანცელარიო ნივთებზე (70 ათასი), სატელეკომუნიკაციო (179 ათასი) და ინტერნეტ მომსახურებებზე (75 ათასი) დაიხარჯა. 

გარდა ამ ხარჯებისა, 1 000 ლარი დაიხარჯა სამკაულებზე, საათებსა და მონათესავე ნივთებზე, 4 999 – სამუშაო ტანსაცმელზე, სპეცტანსაცმელსა და აქსესუარებზე; 25 000 – პირადი ჰიგიენის საშუალებებზე, 4 999 – ავეჯზე, 4 999 – ავეჯის აქსესუარებზე, 4 999 ლარი – საოჯახო ტექნიკაზე. 

49 999 ლარი დაიხარჯა ადმინისტრაციის ისეთ მომსახურებებზე როგორიცაა – სატრეინინგო მომსახურებები (35 000); სატელევიზიო და რადიო მომსახურებები (10 000); ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებები (4 999).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,8 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 4 მილიონი ლარი ადმინისტრაციაში დასაქმებულ 150 ადამიანზე შრომის ანაზღაურების სახით გაიცა.

ავტორი:თაია არდოტელი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი