მთავარი პოლიტიკა კახა კალაძე: ,,არ დავუშვებთ, რომ ვიღაცეებმა ქვეყანაში გადატრიალება და სისხლისღვრა მოაწყონ”

კახა კალაძე: ,,არ დავუშვებთ, რომ ვიღაცეებმა ქვეყანაში გადატრიალება და სისხლისღვრა მოაწყონ”

0 706

“არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში გადატრიალება და სისხლისღვრა მოაწყონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოუვა.
„თუმცა მინდა გითხრათ, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არჩევნების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, წყნარ გარემოში მიაწოდოს ყველა მოქალაქეს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები, სისხლისღვრები მოაწყონ.
სხვა ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, რომ მათ სურვილი აქვთ იმის, რომ ქვეყანაში მოახდინონ გადატრიალება, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთ გამოსავალ გზად დესტაბილიზაციას ხედავენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, გამორიცხავს თუ არა რომ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, კალაძემ აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი