მთავარი საზოგადოება ილია მეორე გონიოში იმყოფება

ილია მეორე გონიოში იმყოფება

გონიოში, დაკარგული ორი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ჩავიდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პატრიარქის გონიოში ჩასვლის შემდეგ, გაიმართება დაკარგული ჯარისკაცების პატივის მიგების ცერემონიალი, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ იაგო შარაძის ოჯახის წევრები დღევანდელი ცერომონიალის გამო უკმაყოფილობას გამოთქვამენ.

შარაძის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

“ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელებულიყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე მივმართავ, ვიდრე ძებნის ოპერაცია არ განახლდება. მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის მოსახსენიებელ პანაშვიდს პატრიარქი გადაიხდის”,- აცხადებს იაგო შარაძის დედა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი