მთავარი ტურიზმი დეპარტამენტი რუსეთის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

დეპარტამენტი რუსეთის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

0 360

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობების რეკლამირებას რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „OTDYKH LEISURE” უწევს. საქართველოს სტენდთან მოსულ ვიზიტორების საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობებისა და რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, ასევე აჭარის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო-სარეკლამო მასალებს გაეცნონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „OTDYKH LEISURE” მოსკოვში ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა რუსეთში. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენა 21 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბერს დასრულდება. გამოფენის ფარგლებში 160 ბიზნეს ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც გამოფენის მონაწილეებისთვის კარგი საშუალებაა ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს მეთოთხმეტედ უწევს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი