მთავარი საზოგადოება გამოვლენილი დარღვევები – “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო მონიტორინგის მე-3 შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს

გამოვლენილი დარღვევები – “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო მონიტორინგის მე-3 შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მე-3 შუალედურ ანგარიშს გააცნობს დღეს საზოგადოებას სამართლიანი არჩევნები. დოკუმენტში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

მათ შორის სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის ფაქტებზე, ფიზიკური დაპირისპირების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებზე.

ანგარიშში ასევე მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც.

“საუბარია როგორც გარკვეულ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო ადმინისტრაციაში. წინა საანგარიშო პერიოდებთან შედარებით, უფრო მეტად ვხედავთ ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს, რაც თავისთავად საყურადღებოა, მათ შორის წესით, სამართალდამცავი უწყებებისთვისაც. ასევე ერის გარკვეული კამპანიის ხელშეშლის და ოფისების დაზიანების ფაქტები,” – აღნიშნა მოიხეილ ბენიძემ.

დოკუმენტი 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი