მთავარი საზოგადოება 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წინამძღვრიშვილის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. წინამძღვრიშვილის ქუჩა (კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კიტა აბაშიძის ქუჩის კვეთამდე), 4 აგვისტოს, 15:00 საათიდან გადაიკეტება. აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის დროებით ორმხრივი გახდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები წინამძღვრიშვილის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის გავლით, შეუხვევენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მათი ინდივიდუალური მარშრუტის შესაბამისად, გავლენ კლდიაშვილის, მარჯანიშვილის ან კიტა აბაშიძის ქუჩაზე და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი