მთავარი პოლიტიკა “ხიდაშელს ვადანაშაულებ გარიგებაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ტრისტან წითელაშვილი

“ხიდაშელს ვადანაშაულებ გარიგებაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ტრისტან წითელაშვილი

0 1037

ტრისტან წითელაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. პარტია ჩვენი სამშობლოს წევრმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებულ ობიექტზე იმყოფებოდა, დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

წითელაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ენდობა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის პასუხი აგოს.

სამშობლოს ღალატში ერთხელ უკვე ბრალდებული ტრისტან წითელაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და მას ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს.

იგი ირწმუნება, რომ ხიდაშელმა გოდერძი ორმოცაძე სამსახურიდან მასთან მტრული დამოკიდებულების გამო გაათავისუფლა.

„მე მიყავი თელეთის ბაზაზე, მე ჩავაყენე საქმის კურსში გენერალური ინსპექციის უფროსი ბატონი ხორბალაძე. ბუნებრივია, გენერალური ინსპექციის მეშვეობით მინდია ჯანელიძე საქმის კურსში იყო და მინდია ჯანელიძემაც დაიწყო ამ საქმეების ირგვლივ მასშტაბური მუშაობა და გამოძიება. ხიდაშელს ვადანაშაულებ გარიგებაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ამიტომ იყო რომ პირდაპირ უთხრა გოდერძი ორმოცაძეს, შენ ხარ მეგობარი პირადად ჩემი მტრისო, ამიტომ შენ სამსახურში არ უნდა იყოო,“- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

ამავე თემაზე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი