მთავარი პოლიტიკა ხათუნა ლაზაგიძე: “ბათუმში 10-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა

ხათუნა ლაზაგიძე: “ბათუმში 10-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა

0 504

პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივ განადგურებაზე საუბრობს. თემასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა ხათუნა ლაზაგიძემ იმ შენობების ნუსხა წარმოადგინა, რომლებსაც მისი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი იცავდა, თუმცა ამის მიუხედავად დაანგრიეს. პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, პარტია “ქართულო ოცნების” მმართველობის პერიოდში ქალაქში რამდენიმე რეკრეაციული ზონაც განადგურდა. ოპოზიციური პარტია პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებს.
“პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე “სახელმწიფო ხალხისთვის” დღეს წარმოგიდგენთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყორფნის პერიოდში აჭარაში კერძოდ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო განადგურების არაერთ ფაქტს. რაც გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივ განადგურებაში. ბარათაშვილის ქუჩის ნომერ 24 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანონო განადგურება მოხდა, ამის თაობაზე ამჯერად უკვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგანეტოს გამოგზავნილი აქვს ერთდა იგივე სხდომის ორი განსხვავებული ოქმი, ამ და არაერთი სხვა ფაქტით, სხვა არავინ დაინტერესებულა ამიტომ ვფიქრობთ, რომ პარტია “ქართული ოცნება” მსგავსი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს მომავალშიც, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცემა 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდგომ”- აცხადებსხათუნა ლაზაგიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი