მთავარი სამართალი შსს-მ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-მ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

0 604

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი