მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს

0 503

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბარაკ ჰ. ობამას დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თქვენი იუბილე.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი განვითარების მოწმე გახდა. მოხარული ვარ, რომ დღესდღეისობით, ჩვენ ვხედავთ ძლიერ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე მართებული ადგილი უკავია. ვითვალისწინებ რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.

ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა, და საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით გამოხატული მხარდაჭერისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატებისათვის, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი