მთავარი საზოგადოება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ასევე ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად დევნილად ქცეულ ადგილობრივთა კუთვნილ ქონებაზე, რომელიც მათ დაკარგეს.

სარჩელი შეეხება 11 ოჯახს. სასარჩელო მოთხოვნით ამ ოჯახებისთვის უნდა მოხდეს საკუთრების უფლების უზრუნველყოფა. ასევე ამ დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს რუსულ მხარეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი