მთავარი პოლიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

0 532

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქ. პოტსდამში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიმართება.

არაფორმალურ მინისტერიალს ეუთო-ს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი