მთავარი პოლიტიკა “რეალური საფრთხე ევროპისთვის” – ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

“რეალური საფრთხე ევროპისთვის” – ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

0 380

რეალური საფრთხე ევროპისთვის – ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში უფრო ფართო სამხედრო მოქმედებების დასაწყებად ემზადებოდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი მიზანმიმართულად, მაშინ გააქტიურდა, როცა ამერიკაში საარჩევნო წელია და ევროპაც შიდა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის სახლემწიფოებრიობისთვის ძირგამომთხრელ სამუშაოს და ასევე აგვისტოში ჩვენ ვაკვირდებით სამხედრო ესკალაციას, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ეს ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას. შესაძლოა, ეს არის პრელუდია უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეც. გია ნოდია ამბობს, რომ რუსული სამხედრო წვრთნები არის დაშინების და ზეწოლის მცდელობა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი