მთავარი საზოგადოება “პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს”

“პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს”

პირველი კოლეგიის მოსამართლეებმა მმართველი გუნდის ბრალდებებზე, რომელიც ე.წ. საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობას უკავშირდებოდა, საპასუხო კომენტარი გააკეთეს.

მოსამართლე ქეთევან ერემაძის თქმით, ისინი ერთმანეთთან კონსულტაციებს გაივლიან.

„პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ, თავი ჩაიყენონ თავის მართლების რეჟიმში. ამ საკითხთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს მოსამართლეები ერთმანეთთან, გავივლით ყველა საკითხს თუ კიდევ დარჩა კითხვის ნიშნები“, – განაცხადა მოსამართლე ქეთევან ერემაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი