მთავარი პოლიტიკა ნინო ბურჯანაძე საქართველოს უბლოკო სტატუსზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე საქართველოს უბლოკო სტატუსზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს შეხვდა

0 418

უბლოკო სტატუსის ინიციატორი ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. იგი რუსეთის დედაქალაქში სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ უბლოკო სტატუსი იყო. ასევე იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე.

ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ არჩვენებამდე რუსეთის ხელმძღვანელ პირებთანაც გამართოს შეხვედრები. მისი განცხადებით, იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა მეზობელი ქვეყნის ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობაზე.

„ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთი უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალგის წარმოება. მე გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს, უმაღლეს დონეზე შევხვდე რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში. თუ აუცილებელი იქნება არჩევნებამდე კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ვიზიტი შედგეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი