მთავარი პოლიტიკა “ნაციონალურმა მოძრაობამ” საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გია როინიშვილი წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გია როინიშვილი წარადგინა

0 406

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გია როინიშვილი წარადგინეს.

შეკრებილ მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ მიმართა და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. მანვე ყურადღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ბაქრაძე გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და პენსიის 50 ლარით ზრდას დაპირდა ამომრჩეველს.

ადგილობრივებს ასევე პარტიის საარჩევნო სიის ათეულის წევრმა რომან გოცირიძემ მიმართა და პარტიის ის ხედვა გააცნო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

გია როინიშვილმა რაიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა.

“9 ოქტომბრიდან, გამარჯვების შემდეგ, ჩვენ აუცილებად უნდა დავიწყოთ იმ გაჩერებული პროექტების ამუშავება, რომელიც დაწყებული გვქონდა და ამ ხელისუფლებამ შეაჩერა. არ შეიძლება დაპაუზებულ საქართველოში ცხოვრება, ეს არის დანაშაული“, – განაცხადა გია როინიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი