მთავარი პოლიტიკა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქობულეთში მაჟორიტარები წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქობულეთში მაჟორიტარები წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში ჯანო ჯინჭარაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მამული სურმანიძე წარადგინეს.

ადგილობრივებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს, ლევან ვარშალომიძემ ქობულეთში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ინვესტიციების შემცირებაზე ისაუბრა.

მან ქობულეთელებს ის გეგმა გააცნო, რომლის განხორციელების შემთხვევაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკურ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.

“ქობულეთი არის ერთ-ერთი მაგალითი თუ როგორ მოატყუა 2012 წელს ქართულმა ოცნებამ გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობა, კერძოდ იპოთეკარები. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს ქობულეთელებს ვპირდებით ზუსტად გაწერილ და მოფიქრებულ გეგმას, რომელსაც შევასრულებთ 9 ოქტომბრის დილიდან დაწყებული, გეგმას, რომლითაც მცირე ბიზნესს გავათავისუფლებთ გადასახადებისგან“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი