მთავარი კულტურა მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

0 1331

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი