მთავარი პოლიტიკა “მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის უმძიმესი შედეგები...

“მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის უმძიმესი შედეგები გამოვასწოროთ”

0 350

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დიმიტრი ქუმსიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ომში დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა.

„ჩვენ ამ ომში საუკეთესო ადამიანები, საქართველოს ერთგული ჯარისკაცები დავკარგეთ – მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის უმძიმესი შედეგები გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ 2008 წელს ომში დაღუპულთა ოჯახებს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი