მთავარი პოლიტიკა “იუსტიციის სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ დარჩენილი დრო გამოიყენოს, დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვით“

“იუსტიციის სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ დარჩენილი დრო გამოიყენოს, დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვით“

0 651

წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე იუსტიციის სამინისტროს ბრალდებებს უპასუხეს. ოთარ კახიძე აბსურდულად აფასებს პრეტენზიებს და ეეჭვება, რომ სამინისტრომ სექტემბრამდე მოასწროს სტრასბურგში ყველა დაზარალებულის შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა, რის გამოც შესაძლოა, დეპორტირებულთა ნაწილი კომპენსაციის გარეშე დარჩეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს. განცხადებაში ასევე წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია გადაეგზავნა.

”არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტი ავრცელებდეს 5 წუთში გადამოწმებულ ტყუილებს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნებულია მათივე ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იმის ნაცვლად, რომ პირველ სექტემბრამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს დაზარალებულების მოსაძიებლად, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა მოახერხონ მოგებული საქმიდან კომპენსაციის მიღება, დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვით“, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი