მთავარი პოლიტიკა “თუ ჩათვლის მინისტრი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, შეუძლია, მითხრას და მე თვითონ...

“თუ ჩათვლის მინისტრი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, შეუძლია, მითხრას და მე თვითონ გადავდგები”

0 507

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც კანაპანაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ახალი მინისტრი ლევან იზორია გადაწყვეტეს, რომ გენშტაბის უფროსი უნდა შეცვალოს, თანამდებობას უპრობლემოდ დატოვებს.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული, რამდენი ხნით ინიშნება გენშტაბის უფროსი.

„რამდენი ხნით ინიშნება გენერალური შტაბის უფროსი, კანონმდებლობაში არსად დაფიქსირებული არ არის. არსებობს ირაკლი ალასანიას ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გენერალური შტაბის უფროსი ძირითადად ინიშნება სამი პლუს ერთი ვადით. ეს არის მინისტრის განკარგულება, რომელიც არ არის კანონის ძალის მატარებელი. მინისტრის წარდგენით გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი მთავარსარდალი. თუ ჩათვლის მინისტრი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, ამას არც განკარგულება სჭირდება და არც წარდგინება. შეუძლია, მითხრას და მე თვითონ გადავდგები. ამის პრობლემა, გარწმუნებთ არ გამაჩნია“,- განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ მისი დანიშვნიდან სამი წელი 2016 წლის ბოლოს იწურება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი