მთავარი მსოფლიო თურქეთში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა

0 614

თურქეთის ვანის პროვინციაში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, 71 კი დაშავდა, მათგან 17 პოლიციელია.

დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქება ქურთების მუშათა პარტიამ განახორციელა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი