მთავარი მსოფლიო თურქეთში გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე პოლიციის ავტობუსი აფეთქდა

თურქეთში გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე პოლიციის ავტობუსი აფეთქდა

0 638

მორიგი თავდასხმა სამართალდამცველებზე თურქეთში. ბინგოლის პროვინციაში ავტობუსი, რომელითაც პოლიციის თანამშრომლები მგზავრობდნენ, გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა.

შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ძალოვანების ინფორმაციით, გზაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელ მოწყობილობა ამოქმედდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი