მთავარი მსოფლიო თურქეთის ქალაქ ელაზიგში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ ელაზიგში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

0 591

თურქეთის აღმოსავლეთით ქალაქ ელაზიგში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაიჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ, ქურთების მუშათა პარტიის მიერაა ორგანიზებული.

იქამდე რამდენიმე საათით ადრე ტერაქტი განხორციელდა ვანის პროვინციაში, სადაც დაიღუპა შვიდი და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი