მთავარი პოლიტიკა ზურაბ ჯაფარიძე: მოვდივართ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ დანაწევრებული ქართული საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძე: მოვდივართ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ დანაწევრებული ქართული საზოგადოება

0 701

“ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფუჭოთ ქვეყანა, მოვდივართ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ისედაც დანაწევრებული ქართული საზოგადოება”,- ამის შესახებ “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური გაერთიანება “ახალი საქართველოს” პრეზენტაციისას განაცხადა.

“დღეს, როგორც არასდროს ამ ქვეყანაში აუცილებელია, ახალი არჩევანის გაჩენა. ამავე დროს იქნება სანდრო პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რეგიონში ჩვენი მეზობლებისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ამის აუცილებლობაა. უნდა გაერთიანდნენ დასავლური პოლიტიკური ძალები.

ამიტომ, “ახალი პოლიტიკური ცენტრი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” ვქმნით ერთიან საარჩევნო ბლოკს. ეს ნაბიჯი პასუხისმგებლობასა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფუჭოთ ქვეყანა, მოვდივართ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ისედაც დანაწევრებული ქართული საზოგადოება. მოვდივართ იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, მთავარი იარაღი ჩვენი მტრების ხელში. მოვდივართ იმისთვის, რომ გავაორმაგოთ საქართველოს ეკონომიკა და საბოლოო ჯაში ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ახალი და უსაფრთხო საქართველო.

ცნობისთვის, დღეს “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” ერთ ბლოკში გაერთიანდნენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი