მთავარი პოლიტიკა “ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს”

“ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს”

0 508

მინდა, დავდო პირობა, რომ ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.

“პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. საქართველო, თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელით“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხდა თითოეული მათგანის ოჯახს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან. დღეს ისინი ყველა ქართველი ვაჟკაცის დედები არიან, გმირი დედები არიან. მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსენებასთნ ერთად, ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას. მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს“, – განაცხადა იზორიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი