მთავარი პოლიტიკა “ვალერი კვარაცხელიას პარტია “სოციალისტებს”, ბედუკაძის პარტიის მსგავსად ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს”

“ვალერი კვარაცხელიას პარტია “სოციალისტებს”, ბედუკაძის პარტიის მსგავსად ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს”

0 652

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვალერი კვარაცხელიას პარტია “სოციალისტებს”, ბედუკაძის პარტიის მსგავსად ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს და შესაბამის გრაფაში ჩანაწერი არ არსებობს.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ბედუკაძის პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის შემდეგ მხრიდან მოვისმინეთ შეთავაზება კვარაცხელიას, რომ ბედუკაძეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში კვარაცხელიას პარტიის საშუალებით. ამ განცხადების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცია გადაამოწმა. ამ პარტიის სახელია „ნეიტრალური საქართველო“ და არჩევნებში კვარაცხელია -სოციალისტების სახელით იღებს მონაწილეობას.

შესწავლის შემდგე, ჩვენ დავადგინეთ, რომ კვარაცხელიას პარტიას, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც ბედუკაძეს ჰქონდა – ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიათა რეესტრში პარტიის თავჯდომარის გრაფა ცარიელია, ანუ ამ ორ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ერთის მხრივ იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და ნათელი გახადოს თუ როგორ აქვს ამ პარტიას რეგისტრაცია გავლილი და მეორეს მხრივ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯმდომარე ჟვანიას, რომ მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც ბედუკაძის პარტიის შემთხვევაში და კვარაცხელიას სოციალისტებს რეგისტრაცია გაუუქმოს.

ამ ხარვეზმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნითაა დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.

ჩვენთვის გასაგებია, რომ აქ ჟვანია არ არის დამნაშავე და ის ასრულებს პუტინის მთავარი მოკავშირის ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ჩვენ ვიცით ივანიშვილის განწყობა, რომ მისი მიზანი პუტინის პარტიები გაძლიერებაა საქართველოში. ამიტომ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, რომ პუტინის მთავარი მოკავშირე ივანიშვილი 8 ოქტომბერს ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგეს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი