მთავარი პოლიტიკა ეროვნული ფორუმის ოფისის შემდეგ, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

ეროვნული ფორუმის ოფისის შემდეგ, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

0 580

ეროვნული ფორუმის ოფისის შემდეგ, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს. ეს შემთხვევაც ნაძალადევში მოხდა. თამარ ციხისელს სახლში დაბრუნებისას კარი ღია დახვდა. მისი თქმით წაღებული არაფერია, ამდენად ვარაუდობს, რომ უცხო პირებს მისი პარტიის საქმიანობის შესახებ სურდათ ინფორმაციის მოპოვება, რაც ასევე ვერ შეძლეს ოფისის გატეხვის დროსაც.პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა ოფისის ძარცვასთან არის კავშირში და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კირიმინალისტებმა. ფაქტზე ქურდობის მუხლით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი