მთავარი სპორტი “დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც შინ 7 მედლით და...

“დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც შინ 7 მედლით და დიდი გამოცდილებით ბრუნდება”

0 675

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მადლობას უხდის.

“დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც შინ 7 მედლით და დიდი გამოცდილებით ბრუნდება! ვუსურვებ წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში!”, – წერს პრეზიდენტი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა.

ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა – ოქრო, ვარლამ ლიპარატელიანმა – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი