მთავარი სპორტი “დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს საინტერესო ასპარეზობისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის”

“დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს საინტერესო ასპარეზობისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის”

0 605

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოლიმპიურ ნაკრებს საინტერესო ასპარეზობისთვის მადლობას უხდის.

“დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ოლიმპიელებს საინტერესო ასპარეზობისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის!!! ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს ბევრ ჯილდოს და გამარჯვებას მომავალში!”, – წერს კალაძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა.

ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა – ოქრო, ვარლამ ლიპარატელიანმა – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი