მთავარი საზოგადოება დედაქალაქის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი ისევ შეუძლოდ გახდა

დედაქალაქის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი ისევ შეუძლოდ გახდა

ცოტა ხნის წინ მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი, ელენე მალაშევსკი ისევ შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს. ელენე მალაშევსკიმ ტერიტორია არ დატოვა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვეღარ შეძლებს პროტესტის უკიდურესი ფორმით გაგრძელებას, მას სხვა ჩაანაცვლებს.

თბილისის მერიასთან მოშიმშილე ელენე მალაშევსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კახა კოჟორიძემ და ანა დოლიძემ მოინახულეს.

მას სთხოვეს, რომ შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილობა და დიალოგის რეჟიმში გააგრძელონ მერიასთან საუბარი, თუმცა პარტიზანი მებაღეობის წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, არ იცვლება მათი მოთხოვნებიც, გადადგეს გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი