მთავარი საზოგადოება გარემოს დამცველები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ – “საია”-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

გარემოს დამცველები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ – “საია”-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

აქცია-პერფორმანსი გამართეს ღამით გარემოს დამცველებმა მერიის შენობასთან – მათ სანთლები დაანთეს და სიმბოლურად ხე გამოსახეს.

მოთხოვნები უცვლელია – ქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობის გადადგომა და სტრუქტურის მთლიანად შეცვლა.

“ხელმოწერების შეგროვება გრძელდება, აქციას დავაანონსებთ ძალიან ხალხმრავალს და დიდს და კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ მერიას, რომ ეს დიდი აქცია გადაიქცეს ზავის აქციად, მტრობის აქციის მაგივრად. თქვენ ემტერებით ჯანსაღ ქალაქს, ჩვენ ვიბრძვით ჯანსაღი ქალაქისთვის,“ – განაცხადა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

დღეს კი ახალგაზრდა იურისტებს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ – საია იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს მერიის წინ კარვების გაშლა აუკრძალეს.

“მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს შეკრების უფლებას. სარჩელის განხილვას ვითხოვთ ჩვენ 2 დღის ვადაში, გვინდა, რომ სასამართლომ გამოიყენოს განხილვის სპეციალური ვადა,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი