მთავარი პოლიტიკა ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შსს-ში ინფორმაციით, მოქალაქე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული. პირველი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო მეორე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ის მოძრაობა „ჩვენი სამშობლოს“ წევრია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი