მთავარი პოლიტიკა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ სააკაშვილის და გიულენის ფიტულები დაწვეს

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ სააკაშვილის და გიულენის ფიტულები დაწვეს

0 625

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს.აქციის ოგანიზატორი პარტია ‘’ჩვენი სამშობლო“ იყო.
13900766_610054182489380_1090517273_n

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ “ფაშისტი” ნაცმოძრაობის წევრები არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ.”ცოცხებს უკეთებდით ადამიანებს და კლავდით, სისხლისმსმელებო”,- ამ შეძახილით მოუკიდეს აქტივისტებმა ცეცხლი ფიტულებს.

13932968_610054109156054_91370010_n
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სკანდირებდნენ – “მოღალატეებო”.

13553256_610054512489347_1850485932_n

“ნაცმოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ხელმღვანელობდა ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი, რომლებსაც ისინი „პუტინის მონებს“ ეძახდნენ.

13936831_610054222489376_501599998_n

13940936_610054305822701_991636999_n

13941091_610054232489375_2142091322_n
აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.
სავარაუდოდ დაკავებულია ერთი ადამიანი.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი