მთავარი პოლიტიკა აჭარაში არჩევნებში რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას

აჭარაში არჩევნებში რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას

0 630

საარჩევნო კომისიაში განცხადებების შეტანის ვადა გუშინ, 18:00 საათზე ამოიწურა. უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს. 20 პარტია ამ დროისთვის რეგისტრირებულია, ხოლო 8 პარტია არის რეგისტრაციის პროცესშია.

აჭარის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის არჩევნებში რეგისტრირებული იყო 7 პოლიტიკური პარტია, 2008 წელს – 6, ხოლო 2004 წელს – 10 პარტია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი