მთავარი საზოგადოება „არსებობდა ე.წ. წინასწარ შედგენილი სიები, თუ ვინ უნდა გამხდარიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის...

„არსებობდა ე.წ. წინასწარ შედგენილი სიები, თუ ვინ უნდა გამხდარიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები,” – მიხეილ ბენიძე

რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ხარვეზებით მიმდინარეობის შესახებ საუბრობს სამართლიანი არჩევნები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ და რომ მასში ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტების ახლობლები არიან.

სამართლიან არჩევნებში ამბობენ, რომ თავისთავად, კომისიის წევრობის კანდიდატების წინასწარ განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს.

„არსებობდა ე.წ. წინასწარ შედგენილი სიები, თუ ვინ უნდა გამხდარიყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ქობულეთის შემთხვევაში, თითქმის ყველა პირი დაემთხვა წინასწარ შედგენილ სიას. თუ ეს სიები შედგენილია საარჩევნო კომისიის მიღმა, მაშინ აქ რა თქმა უნდა, დამატებითი კითხვები შეიძლება არსებობდეს,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი