მთავარი კულტურა ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი “ბლექ სი არენაზე” 13 აგვისტოს გაიმართება

ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი “ბლექ სი არენაზე” 13 აგვისტოს გაიმართება

0 1183

„ერისიონს“ აქამდე არ ჰქონდა საშუალება, საქართველოში ასეთი დიდი მასშტაბის კონცერტი ჩაეტარებინა, „ბლექ სი არენას“ ტექნიკური აღჭურვილობა და გრანდიოზული სცენა კი ანსამბლს სრულ თავისუფლებასა და ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტს „ქართული საგანძური“, რითაც „ერისიონმა“ საზღვრებს გარეთ ათი ათასობით მაყურებლის მოხიბლვა შეძლო, ამ მასშტაბით პირველად წარადგენენ ქართველი მაყურებლის წინაშე.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო სიახლეც იქნება. მისივე თქმით, სცენა იმდენად დიდია, რომ პროექტი სწორედ „ბლექ სი არენას“ მოარგეს.

ბედნიერი ვარ, რომ ამ სცენაზე გამოსვლის საშუალება გვექნება. იმდენად მოხიბლული ვარ არენით, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. ჩვენი გამოსვლისთვის სპეციალურად ფრანგი გამნათებლებისა და გამხმოვანებლების ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც საზღვრებს გარეთ ჩვენთან ერთად მუშაობენ. როდესაც მათ არენის ტექნიკური მახასიათებლები გავუგზავნეთ, გაკვირვებულები დარჩნენ და გვეკითხებოდნენ, მართლა არის თუ არა ამის საშუალება საქართველოში.

ახლახან დავბრუნდით საფრანგეთიდან და ვემზადებით გრანდიოზული შოუსთვის, რომ მაყურებელს მოლოდინი გავუმართლოთ. დარბაზიდან გასვლისას ყველა იტყვის, ეს რა ვნახეთო…

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი