მთავარი ეს საინტერესოა PUMA-მ და BMW-მ ერთობლივი ნაწარმი წარადგინეს

PUMA-მ და BMW-მ ერთობლივი ნაწარმი წარადგინეს

ფეხსაცმლისა და ავტომობილების გერმანულმა ბრენდებმა ერთობლივი ნაწარმი წარმოადგინეს. 
სპორტული ფეხსაცმლის ცნობილმა ბრენდმა PUMA-მ და პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ BMW სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით X-CAT DISC, წარადგინეს.
ფეხსაცმელი ფუტურისტული დიზაინისაა და PUMA-ს DISC ხაზის უკანასკნელი მოდელია. ფეხსაცმლის შექმნისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო BMW-ს მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი GINA გახდა, რომელმაც თავის დროზე დიდი ყურადღება მიიპყრო ინოვაციური მასალის გამო. მასალა გარს ეკროდა ავტომობილის ძარას და საჭიროების შემთხვევაში ფორმას იცვლიდა. წარმოდგენილი ფეხსაცმელიც სწორედ ამ მასალისგან არის დამზადებული და მეორე კანივით ეკრობა ფეხს.

X-CAT DISC ფეხსაცმელი PUMA-ს ცალკეულ მაღაზიებში დღეიდან გამოჩნდება.

კოკა კვირკველია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი