მთავარი კულტურა „Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს კონცერტები გაიმართება

„Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს კონცერტები გაიმართება

0 665

Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს, საქართველოს ორ რეგიონში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ინფორმაციით, ოზურგეთში, 19:00 საათზე, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე, ასევე წარდგება ზურა დოიჯაშვილი ბენდით.
მათივე ცნობით, ქალაქ ფოთში, 21:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიოტრიაზე) კონცერტს გამართავს მერაბ სეფაშვილი ბენდით.

”აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი