მთავარი რეგიონი „ ძირს მოძალადე პროკურატურა“ – აქცია ბათუმში

„ ძირს მოძალადე პროკურატურა“ – აქცია ბათუმში

0 1238

„ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას“, „ ძირს მოძალადე პროკურატურა“ – ამ მოწოდებებით ბათუმში პროკურატურასთან პატიმრების ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას და გადახედვას სთხოვდნენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ძალოვანი უწყებები მოძალადე პოლიციელებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეიქმნა. აქციის მონაწილეებმა პროკურატურიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს.

13576388_596016380559827_1855287426_n

„მოძალადე სისტემა რომელიც წლების წინ სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლების ყველა რგოლში და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში შეიქმნა არ დანგრეულა , პირიქით ბოლო დროს განვითარებილი მოვლენებიდან ნათლად ჩანს რომ ეს სისტემა ფეხზე დგება ძალას იკრებს და ვითარდება. ხელისუფლების დანაპირები, რომ სისტემა შეიცვლება და დაკომპლექთდება პატიოსანი ,წესიერი , პროფესიონალი კადრებით დღემდე დაპირებად რჩება. მოძალადე პოლიციელები , მოძალადე პროკურორები მათთვის ჩვეულ რეჟიმში ახალი მეთოდებით და ფორმით კვალ განაგრძობენ ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ , ბოლო დროს გახშირდა პოლიციის მხრიდან მოქალაქებიის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფები, მუქარა , ძალადობა , წამლის ჩადება ,დაკავება“,- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიზე.

13576343_596016387226493_1274690044_n
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალიწინებს ისინი მომავალი კვირიდან ფართო მასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი