ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

    0 639

    ჩინეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 90 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
    ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სტიქიის გამო 16 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუწია. ყველაზე მეტად დაზარალდა პროვინცია ჰებეი და ჰენანი.

    ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სტიქიის შესახებ წინასწარ არ აცნობა, რის გამოც საშიში რაიონის დატოვება ვერ მოასწრეს.
    წყალდიდობით მიყენებული ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი