მთავარი პოლიტიკა ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

0 494

ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებაში. 

გიგლა აგულაშვილის თქმით, მან პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს „რესპუბლიკური პარტია“ და დარჩეს გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. 
„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, – ნათქვამია გიგლა აგულაშვილის განცხადებაში.


„რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისად, მთავრობაში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე რჩება და „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი